ნიკა მელიას მხარდამჭერები სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებასთან აქციას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ.
აქტივისტებმა თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ავტომანქანის საყვირებით ნიკა მელიას პატიმრობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ადგილზე სტიკერები დააკრეს.
აქტივისტებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებამდე ავტოკოლონით გაემართნენ, აქცია სწორედ საპყრობილესთან განაგრძეს.
ნიკა მელია მხარდამჭერებს საპატიმროს ფანჯრიდან მიესალმა.