ნიკა მელიამ გიორგი გახარიას მიმართა - როგორ მოხდა, რომ ინტერპოლით ძებნილი სამართალდამცველებმა დაჯარიმებისას არ დააკავეს 
ნიკა მელიამ გიორგი გახარიას მიმართა - როგორ მოხდა, რომ ინტერპოლით ძებნილი სამართალდამცველებმა დაჯარიმებისას არ დააკავეს 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე კარავში დააკავეს, დაკავებამდე საპატრულო პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა.

ნიკა მელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას კითხვით მიმართ, როგორ მოხდა ისე, რომ ინტერპოლით ძებნილი სამართალდამცველებმა დაჯარიმებისას არ დააკავეს.

„ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანი სანამ დააკავებდნენ კარავში, სამი კვირით ადრე საპატრულო პოლიციის მიერ იქნა დაჯარიმებული 500-ლარიანი ჯარიმით. კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი გამოეწერა. რასთან გვაქვს შემთხვევა ბატონო მინისტრო? საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გააჩერა ინტერპოლის მიერ ძებნილი ქვეყანაში, გადაამოწმა ბაზაში, რომელიც ყველა პატრულის ეკიპაჟს აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, გამოუწერა 500- ლარიანი ჯარიმა და გაუშვა სახლში, ეს ნორმალურია? არ ჰქონდა ამაზე ინფორმაცია შსს-ს?”, – მიმართა ნიკა მელიამ გიორგი გახარიას.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლით ძებნილი პირი ბ.ლ. დააკავა.  შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა ბ.ლ., მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ბ.ლ.-ს ცივი იარაღი – დანა აღმოაჩნდა.