ნიკა მელია - უხერხულიც არის, მიხეილ სააკაშვილს შევადაროთ ქალბატონი, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს უწოდებს
ნიკა მელია - უხერხულიც არის, მიხეილ სააკაშვილს შევადაროთ ქალბატონი, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის შედარება მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პრეზიდენტთან, უხერხულია.

ნიკა მელია გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს.

„უხერხულიც არის, მიხეილ სააკაშვილს შევადაროთ ქალბატონი, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს უწოდებს.  ადამიანმა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა და ამას თავად ივანიშვილიც კი არ უარყოფს, იმდენად მკვეთრი არის მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში. ძალაუფლებაში ჩაეფლო თუ არ ჩაეფლო, ქალბატონი ზურაბიშვილის ეს კომენტარი ნამდვილად არ არის საინტერესო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ: „მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო, ანდა შეიძლება არა მხოლოდ ერთი საუკუნისა, მაგრამ მან თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, რამაც რეფორმები სხვა შუქში წარმოაჩინა“.