ნიკა მელია - სიტყვით გამოვალ სხდომათა დარბაზში და მთავარ სათქმელს ვიტყვი
ნიკა მელია - სიტყვით გამოვალ სხდომათა დარბაზში და მთავარ სათქმელს ვიტყვი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დროით ვისარგებლებ, სიტყვით გამოვალ სხდომათა დარბაზში და მთავარ სათქმელს იქ ვიტყვი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც სამაჯურით შემამკეს. ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაში ესმის ქართველი ხალხის სუნთქვა და, რა თქმა უდნა, ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გადადგამს ივანიშვილის ხელისუფლებას. ამას აქვს მარტივი ახსნა, დღეს ქართველი ხალხი ისტორიის სწორ მხარეს დგას და ისტორიის არასწორ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ამ სამყაროში არაფერი იმაზე ძლიერი არ შექმნილა, ვიდრე ადამიანია და როდესაც ადამიანი არის მართალი, მთასაც გადადგამს და რომელი მთა ივანიშვილია? აქედან გამომდინარე, გამარჯვება გარდაუვალია. მოკლე დისტანციაა დასაფარი. ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლების მარცხისთვის კი არ ვიბრძვით, გვინდა, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი და წარმატებული მომავალი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტში პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც კანონმდებლები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.