ნიკა მელია - შედეგების გამოცხადებისთანავე, ზუსტად ათ წუთში გაათავისუფლეს ჩვენი შტაბის დაკავებული წევრები
ნიკა მელია - შედეგების გამოცხადებისთანავე, ზუსტად ათ წუთში გაათავისუფლეს ჩვენი შტაბის დაკავებული წევრები

შედეგების გამოცხადებისთანავე, ზუსტად ათ წუთში გაათავისუფლეს ჩვენი შტაბის დაკავებული წევრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიცია ზეიმობს ოლიგარქის დამარცხებას.

„მოლოდინი მქონდა, რომ ოპოზიცია ჯამურად გაიმარჯვებდა და ოპოზიციამ ჯამურად გაიმარჯვა. სულ რაღაც ათი წუთის წინ გაათავისუფლეს ჩვენი შტაბის დაკავებული წევრები. წარმოუდგენელი იარაღის მუქარის ქვეშ დააკავეს, მაგრამ მიხვდნენ და შედეგების გამოცხადებისთანავე, ზუსტად ათ წუთში გაათავისუფლეს“, – განაცხადა მელიამ.

შსს-მ გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავა.