ნიკა მელია - საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ამაზე ვკონცენტრირდებით და არა იმაზე, „ქართული ოცნების“ რომელმა დეპუტატმა მიაჭირა, თუ არ მიაჭირა ღილაკს ჩემთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად
ნიკა მელია - საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ამაზე ვკონცენტრირდებით და არა იმაზე, „ქართული ოცნების“ რომელმა დეპუტატმა მიაჭირა, თუ არ მიაჭირა ღილაკს ჩემთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად

ღმერთმა მოახმაროთ ის მანდატი. რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივით, ჩემი თანხმობით მოხდა, უბრალოდ, შესაშურად იჩქარეს და შესაშურად გაზარდეს პროცესის ტემპი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მანდატის შეწყვეტის საკითხი მისთვის უმნიშვნელოა.

„ტრადიციად ექცა „ქართულ ოცნებას” და როგორც ჩანს, ეს მათ სიამოვნებას ანიჭებს. რატომ? როგორ? რანაირად? – ეს მათ უნდა ჰკითხოთ, იმუნიტეტის შეჩერების პროცესი, შეწყვეტის, დაპატიმრების. კი ბატონო, ღმერთმა მოახმაროთ ის მანდატი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ჩემი ინიციატივით, ჩემი თანხმობით მოხდა, უბრალოდ, შესაშურად იჩქარეს და შესაშურად გაზარდეს პროცესის ტემპი, რომელსაც ისინი ძალიან კარგად ავითარებდნენ ხოლმე სხვა თვეებში და წლებში. ანალოგიურად მოქცეულან ჩემი ნების წინააღმდეგაც. ამიტომ, ამაზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ფაქტია, ეს არის იმდენად უმნიშვნელო ჩემთვის, შეიძლება, მათ ვერც კი წარმოუდგენიათ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს დასახული. ეს მიზნები და ამოცანები მდგომარეობს ცვლილებაში, რომ ეს ცვლილებები იქნას ბოლომდე ხორცშესხმული უახლოეს პერიოდში და საზოგადოებამ, რომელმაც ირწმუნა საკუთარ თავში, საკუთარი ძალა, პირველ ტურში დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე და დაამარცხოს რეჟიმი ყველა თვითმმართველ ქალაქში და არა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში, რაც პირველ ტურში ჩვენ უკვე პირწმინდად მათ უკვე მივაყენეთ უდიდესი დარტყმა. საზოგადოება დაუპირისპირდა უთანასწორო ბრძოლაში დიდ ფულს, ძალადობას, შანტაჟს, მაგრამ მაინც დავამარცხეთ, რადგან მართლები ვართ როგორც არასდროს და ახლა ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. ამაზე ვკონცენტრირდებით და ამის გარშემო ვართ მობილიზებული და არა იმაზე, „ქართული ოცნების“ რომელმა დეპუტატმა მორიგ ჯერზე ღილაკზე მიაჭირა თუ არა ჩემთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად“, – განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორეს ტურს აუცილებლად მოიგებს.

„აუცილებლად მოიგებს და ამაში ჩვენ დავრწმუნდებით. აუცილებლად მოიგებს კიდევ უფრო მაღალი კოორდინაცია, ერთობა და მობილიზაცია იქნება. ყველა თვითმმართველ ქალაქს მოიგებს ოპოზიცია ისევე, როგორც უკვე მოიქცა და ეს მგონი, შემთხვევით არ მომხდარა, შემთხვევით ხელისუფლება რეჟიმის სახით არჩევნებს არ აგებს. არჩევნებსაც, რომელსაც იგი ასაღებდა დემოკრატიულ პროცესად, თითქმის აზრი ჰქონდა დაკარგული ბევრი ცვლილების მოსურნე მოქალაქისთვისაც და ეს მათ სიამოვნებდათ „ქართულ ოცნებაში“, რომ რაც უფრო მეტი მოქალაქე იქნებოდა საქართველოში, ვისაც ეცოდინებოდა, რომ არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს, რადგან არჩევნებით ხელისუფლება არ შეიცვლება. აქაც კი, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ბატონ ივანიშვილს, რადგან საზოგადოება დარწმუნდა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და არჩევნებითაც მარცხდება რეჟიმი და ეს ყველაფერი იხილა საზოგადოებამ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდა. ამასთან,  „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს და საპარლამენტო მანდატს დაკარგავს. ამის მიზეზია ის, რომ ნიკა მელია მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული სიით გახდა.