„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს და საპარლამენტო მანდატს დაკარგავს. ამის მიზეზია ის, რომ ნიკა მელია მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული სიით გახდა.

მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილებას პარლამენტი ვერ ცნობს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის საფუძველზე პარტიის საარჩევნო სია მთლიანად გაუქმებულია.

ნიკა მელიას საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდა.