ნიკა მელია - საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ ძალიან ძვირ პოლიტიკურ ფასს არ გადაიხდის
ნიკა მელია - საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ ძალიან ძვირ პოლიტიკურ ფასს არ გადაიხდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმით რეგიონებშიც გაგრძელდება.

მელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისის მოვლენების პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

„მას ჰქონდა შანსი, რომ კრიზისი დაეძლია, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. მეტიც, არა თუ ფასი არ გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პირიქით, გახარია დააწინაურა და თითქოს დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემა უკან წაიღო. შესაბამისად, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გადაიხდის ძალიან ძვირ პოლიტიკურ ფასს. ჩვენი გეგმა არის გაცხადებული, რომ იქნება ყოველდღიური სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო აქციები, ახლა უკვე სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. ის მოთხოვნები, რომელიც აქ წამოყენებული მთელ სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, არის შესრულებადი და აუცილებლად შესრულდება. შესრულებადს როცა ვამბობ, ვგულისხმობ, რომ მიზანი აუცილებლად მიღწეული იქნება და „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებს მოუწევთ, რეალობას გაუსწორონ თვალი. მანამ, სანამ ისინი  ამ რეალობას არ აღიარებენ, ბუნებრივია, საპროტესტო აქციები არ შეჩერდება“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.