ნიკა მელია - სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები, ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთ
ნიკა მელია - სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები, ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთ

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები, ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა გადაცემაში „რეაქცია“.

ნიკა მელიას თქმით, ერთი მეორეს შემთხვევით არ უკავშირებს.

„ქართული ოცნება“ დადგება მისთვის მტკივნეული დილემის წინაშე, თქვენ ხედავთ უკვე, რა პროცესები ზვირთდება. ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც აუცილებლად პოზიტიურად გადაწყდება და ახლა მთავარია, მიხეილ სააკაშვილმა მაქსიმალურად მოახერხოს იმ პირობებში, რაც არსებობს, ოდნავ მაინც გამოჯანმრთელება, რომ ამის შემდეგ მოხერხდეს მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ. მეორე მხრივ, არის კიდევ უფრო მწარე და მტკივნეული დილემის წინაშე ბიძინა ივანიშვილის სახით, როგორ მოიქცეს. და ერთი მეორეს შემთხვევით არ ვუკავშირებ, არცთუ ისე განცალკევებული საკითხია, რბილად რომ ვთქვათ. მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე ის პროცესები, მე ვფიქრობ, ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.