ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ გადაფარებულია მოსამართლეებზე, რომელსაც ცხრა წელი აძაგებდნენ, ახლა კი მათ გამო შესაძლოა, ხელიც დაგარტყან
ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ გადაფარებულია მოსამართლეებზე, რომელსაც ცხრა წელი აძაგებდნენ, ახლა კი მათ გამო შესაძლოა, ხელიც დაგარტყან

„ქართული ოცნება“ გადაფარებულია მოსამართლეებზე, რომელსაც მთელი ცხრა წლის განმავლობაში აძაგებდნენ, ახლა კი მათ გამო შესაძლოა, ხელიც კი დაგარტყან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ერთი ადამიანის ინტერესს ატარებს.

„ქართული ოცნება“ გადაფარებულია იმ მოსამართლეებზე, რომლესაც მთელი ცხრა წლის განმავლობაში აძაგებდნენ, ახლა კი მათ გამო შესაძლოა, ხელიც კი დაგარტყან. ვინმეს სჯერა, რომ მდინარაძეს არ მოსწონდა და ახლა მოსწონს მურუსიძე და ჩინჩალაძე? ბუნებრივია, ივანიშვილის ინტერესში და მისი პოზიციაა ისეთი, რომ ისინი უნდა დაინიშნონ უვადოდ. საპარლამენტო უმრავლესობაც ერთი ადამიანის ინტერესს ატარებს. მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვინც პოზიტიურად ახასიათებდეს ამ მოსამართლეებს. სრულიად ვეთანხმებით და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნონ. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მსჯელობა, როგორ შეიქმნას უკეთესი, ობიექტური ქართული მართლმსაჯულების სისტემა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.