ნიკა მელია, პარტიის წევრებთან ერთად, კიევში გაემგზავრა
ნიკა მელია, პარტიის წევრებთან ერთად, კიევში გაემგზავრა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრებთან ერთად, კიევში გაემგზავრა.

როგორც პარტიის პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში ასევე გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი, აკაკი მინაშვილი და ბაჩო დოლიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

დატოვე კომენტარი