თინა ბოკუჩავა - ნიკა მელია ოფისს თუ დატოვებს, მუდმივად უამრავი ადამიანის გარემოცვაში იქნება
თინა ბოკუჩავა - ნიკა მელია ოფისს თუ დატოვებს, მუდმივად უამრავი ადამიანის გარემოცვაში იქნება

ოპოზიციის გეგმა იყო და რჩება ძალიან მშვიდად, მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მტკიცედ დაცვა ჩვენი პოზიციების და ნიკა მელიას თავისუფლების, რადგან ძალინ კარგად გვესმის, რომ აქ არ ვიცავთ ერთი ადამიანის თავისუფლებას, არამედ ვიცავთ მართლაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ოპოზიციის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის ოფისში“ რჩებინ.

„იცით, რომ ოპოზიციას დაგეგმილი აქვს 25 თებერვალს მსვლელობა, ამაზეც მიმდინარეობს კონსულტაციები და საორგანიზაციო სამუშაოები. ნიკა მელია თუ დატოვებს „ერთინი ნაციონალური მოზრაობის“ ოფისს, ის იქნება მუდმივად უამრავი ადამიანის გარემოცვაში და მასზე ნებისმიერი თავდასხმის მცდელობა თითოეულ ჩვენგანზე თავდასხმის მცდელობა იქნება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.