ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას გამორიცხავს
ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას გამორიცხავს

ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ჟურნალისტებთან საუბარში ნიკა მელია ყოფილი პრემიერ და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„გაერთიანებას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ვინც ჩვენი პარტიიდან წავიდა, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ. იქ ბევრი წესიერი ადამიანია, რომელიც დროთა განმავლობაში ოპოზიციურ გაერთიანებას უერთდება”, – განაცხადა მელიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი იყოს.