ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა საზოგადოებაში, ყური ვუგდეთ მათ და არ შევდივართ პარლამენტში
ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა საზოგადოებაში, ყური ვუგდეთ მათ და არ შევდივართ პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უცვლელია მოთხოვნა, რომელიც თავისუფალ გარემოში ახალი არჩევნების ჩატარებას ეხება.

„ჩვენ – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულ ოპოზიციას გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, მსგავსად სხვა ოპოზიცირი პოლიტიკური პარტიებისა, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. იქ არავის არაფერი გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა დღეს საზოგადოებაში, ყური ვუგდეთ საზოგადოებას და არ შევდივართ, არ ვიღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.