ნიკა მელია - მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მთავარსარდალი, რომელიც მოდის ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში
ნიკა მელია - მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მთავარსარდალი, რომელიც მოდის ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში

მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მთავარსარდალი, რომელიც მოდის ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ შიდა ქართლის სოფელ ატოცში განაცხადა.

„ახლა ვდგავართ ახალ საოკუპაციო ხაზთან, 30 ჰექტარი მიწა ისე წაიღეს, თითქოს არც გვქონდა. გრძელდება ის, რასაც ვეძახით მცოცავ ოკუპაციას. რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. დუმს ისევე, როგორც სდუმდა ექვსი წლის განმავლობაში. მთავარი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან აღარ იყოს. ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს ის მთავარსარდალი, რომელიც მოდის ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში და იქნება ჩვენი ქვეყნის და არა რუსეთის ინტერესების მოკავშირე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა. ის ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.