ნიკა მელია - მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო
ნიკა მელია - მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო

მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ის და მიხეილ სააკაშვილი არიან თანამებრძოლები.

„მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები, მე იმ პარტიის თავმჯდომარე ვარ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რასაც ისტორია შეაფასებს. მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო, ალბათ. მე არ მყავს ბევრი მეგობარი, მყავს ბევრი კარგი ადამიანი, ახლობელი ადამიანი, თანამებრძოლი, მაგრამ არ შეიძლება ბევრი გყავდეს მეგობარი, არც მას ჰყავს დარწმუნებული ვარ. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ძალიან ბევრს ვიკამათებთ კიდევ, იმაზე ცხარედაც, ვიდრე გგონიათ. მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა, ჩემთვის არაფერი შეიძლება იყოს, როდესაც ასეთი კითხვა ტივტივდება ხელოვნურად იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს არის ტყვეობაში. ვერ ვიტანთ ერთმანეთს ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და კობახიძის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.