ნიკა მელია - განცხადება მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზე უტიფრობის ახალი მწვერვალია
ნიკა მელია - განცხადება მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზე უტიფრობის ახალი მწვერვალია

საარჩევნო გარემოს ქართველი ხალხი შეაფასებს. ალბათ, უტიფრობის ახალი მწვერვალია, რომელიც დაუპყრია ბატონ ღარიბაშვილს, დმანისის თავდასხმის შემდეგ, როცა ამბობს, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლიც მიხედვითაც საარჩევმნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მელიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სხვა რაიმეს თქმის საშუალება არც აქვს.

„ორი ადამიანი მათი ხელიდან არის მკვდარი და მხოლოდ ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ის ორი ადამიანი დღეს ცოცხალია. ამ შემთხვევაში ოპოზიციას ადანაშაულებენ პროვოცირებაში. აქაც მესმის ღარიბაშვილის. რა უნდა ქნას, თვითგვემით რომ დაკავდეს არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, იცის, რომ მათი საქმე კიდე უფრო მძიმედ და სავალალოდ წავა“, – განაცხადა მელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტებს არ მიეცემათ საშუალება, რაიმე პროვოკაციები მოაწყონ.