ნიკა მელია - იმედი მაქვს, კანდიდატის სტატუსს მთელი ქვეყანა მივიღებთ და ამით მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ გადავდგამთ ევროპული ოჯახისკენ
ნიკა მელია - იმედი მაქვს, კანდიდატის სტატუსს მთელი ქვეყანა მივიღებთ და ამით მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ გადავდგამთ ევროპული ოჯახისკენ

იმედი მაქვს, კანდიდატის სტატუსს მთელი ქვეყანა მივიღებთ და ამით მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ გადავდგამთ ევროპული ოჯახისკენ, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით ვერაფერია იმ დიდ მიზნამდე, რომელსაც ჰქვია სრულფასოვანი წევრობა, – ამის შესახებ ნიკა მელიამ  ორბელიანების სასახლეში, კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნითი მიღების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იმედი მაქვს, ხვალ იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული. ჩემი გეგმა გაცხადებულია და მალე გვექნება სადამფუძნებლო ყრილობა და ეს პოლიტიკური პარტია დიდ როლს ითამაშებს მოახლოებულ არჩევნებზე. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება კორუფცია, ვისთვისაც მიუღებელია პოლიტიკით ვაჭრობა, მიუღებელი იქნება ივანიშვილი-კეზერაშვილი და პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში გაწევრიანება, იქნება განხილული როგორც პარტნიორი. უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ქართულ პოლიტიკაში იქნება რეალური ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს ამ ქვეყანაში“, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.