ნიკა მელია - გული მწყდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო, ამავე დროს, საუბრობს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ერთი მეორესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული
ნიკა მელია - გული მწყდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო, ამავე დროს, საუბრობს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ერთი მეორესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს.

„პირველ რიგში, ზრუნვა მიხეილ სააკაშვილს კიარ სჭირდება, რგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ალალად ასე ვფიქრობ და ასე ვამბობ, თუკი რამეს სჭირდება ზრუნვა, სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ღირსების შენარჩუნებას. ჩვენი ღირსების დაცვა და ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნვა არის სწორედ, რომ შეიძლება, ვიღაცას ყურს სჭრიდეს ეს, მაგრამ გულის სიღრმეში, „ქართული ოცნების“ გულანთებულმა აქტივისტმაც კი იცის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი, რომლის ხელშიც მოდერნზიდა სახელმწიფო. ვიდრე სააკაშვილი დატყვევებული ჰყავს რეჟიმს ციხეში, თითოეული ღირსებაშენარჩუნებული საქართველოს მოქალაქის ვალია, ეს ყველაფერი აღარ გრძელდებოდეს და რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუძლებს, მიხეილ სააკაშვილი იქნება ფიზიკურად დაცული, სააკაშვილმა განგებ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. რომ არა გულანთებული ქართველი, რომ არა ის ამოცანები, რომელიც ასიათასობით მოქალაქეს აქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა იხილოს დიდი ევროპული ოჯახის რიგებში, მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, 30 ოქტომბერი არის ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელი ამ ქვეყანაში.

„არ დაგიმალავთ, გული მწყდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო, არჩევნებში მონაწილეობას რა მნიშვნელობა აქვსო, და ამავე დროს, საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ციხდან გათავისუფლებაზე. პირდაპირ გეუბნებით, მოურიდებლად, ერთი მეორესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ხალხო, 30 ოქტომბერი არის ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელი, 30 ოქტომბერს გადაწყდება, ეს ქვეყანა სახელმწიფოს სახით გააგრძელებს განვითარებას, თუ ვიქცევით მართლა რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ. 30 ოქტომბერს გადაწყდება, მიხეილ სააკაშვილი მრავალი წელი იქნება იქ, სადაც ახლა არის, და ბევრი ჩვენგანი კიდევ იქ ვიჯდებით, თუ იქ აღარ იქნება. ხოდა, მაშინ ჩვენ გადავწყვიტოთ, 30 ოქტომბერს გვიღირს ბრძოლა, თუ არ გვიღირს, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დატოვე კომენტარი