ნიკა მელია - გლდანში გამარჯვებისთვის მე ვიბრძოლებ, სამგორის რაიონში კი, ლევან ხაბეიშვილი
ნიკა მელია - გლდანში გამარჯვებისთვის მე ვიბრძოლებ, სამგორის რაიონში კი, ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში ნიკა მელია, ხოლო სამგორის რაიონში ლევან ხაბეიშვილი იქნებიან.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ორივე ოლქში გაიმარჯვებენ.

„გლდანში გამარჯვებისთვის მე ვიბრძოლებ, სამგორის რაიონში კი, ლევან ხაბეიშვილი. დარწმუნებული ვარ, ლევანი გაიმარჯვებს სამგორში, ამაში ეჭვიც არ მეპარება. არჩევნებში გავიმარჯვებ მეც, არა იმიტომ, რომ მე ვარ ყველაზე კონკურენტუნარიანი. ვფიქრობ, ეს არჩევნები იქნება ისტორიის სწორი მხარე. ვიბრძოლებ გლდანის რაიონში გამარჯვებისთვის, ვიბრძოლებ ოლიგარქიული წესწყობილების დამარცხებისთვის. შეუძლებელია, მართვის სადავეებთან გყავდეს ოლიგარქი და ეს ქვეყანა იყოს წარმატებული ოდესმე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.