ნიკა მელია - გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი
ნიკა მელია - გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი

გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პარლამენტის სხდომათა დარბაზი შემოიყვანეს დეკლარირებული აგრესორი, ოკუპანტი, გავრილოვის ხელებზეც ჯერ ქართველთა ჯარისკაცების სისხლიც არ არის შემშრალი.

„შტურმით თუ ვინმემ აიღო ეს დარბაზი, აიღეს მათ. დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სადაც ზვიად გამსახურდია იჯდა, ჩასვეს გავრილოვი, დღეს საუბრობენ ყველაფერზე, გარდა სიმართლეზე. გიორგი გახარია არის კრიმინალი. თქვენ თქვენი უბნის ძველი ბიჭი, პირობითად შიო გაინტერესებთ, ისე არ მაინტერესებს გახარია, ის არის კრიმინალი, ოღონდ მსხვილი კალიბრის,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.