ნიკა მელია - გავრილოვის ღამე გრძელდება, ძალიან ბევრნი ვართ, ძალიან დიდი ჟინია თავისუფლების
ნიკა მელია - გავრილოვის ღამე გრძელდება, ძალიან ბევრნი ვართ, ძალიან დიდი ჟინია თავისუფლების

ხალხი ითხოვს პატიოსან, მართალ არჩევნებს, ცესკო-ს სამართლიან ადმინისტრაციას, უზენაესი ნება ქართველი ხალხისა აღსრულდეს. რა ნებასაც მე გამოვხატავ, ის ნება აისახოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლებისთვის ბოლოდე იბრძოლებენ.

„ბრძოლა იქნება ბოლომდე, რადგან ასეთი მართალი პროტესტი, ასეთი მართალი პოზიცია, როდესაც ხედავ ადამიანს, რომელსაც ძალაუფლება, ხელისუფლება აქვს მიტაცებული, რასაც უნდა აკეთებს და ამაზე სურვილი აქვს, რომ თვალი დავხუჭოთ, არ მოხდება ეს. თავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ბოლომდე, ამიტომ, ახლა ყველა უნდა მოვიდეთ, ეს არის პასუხი. გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრუოებულა. გავრილოვის ღამე გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი, ანუ მათი კოლექტიური სახელი- გავრილოვები. ეს ბრძოლა 20 ივნისის ბრძოლაა. ხალხს სურვილი აქვს, ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სხვა რაღაცას წერენ. ამას ვინ შეურიგდება და ამას თვალს ვინ გაუსწორებს. არავინ, ძალიან ბევრნი ვართ და ძალიან დიდი ჟინი არის თავისუფლების“, – განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელია – გავრილოვის ღამე გრძელდება ძალიან ბევრნი ვართ, ძალიან დიდი ჟინი არის თავისუფლების“, – განაცხადა ნიკა მელიამ.