ნიკა მელია - ექსტრაორდინალური თხოვნა არ არის, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, თუ ეს მდგომარეობა შეიქმნა, გადაიყვანონ მეტად დაცულ სამედიცინო დაწესებულებაში
ნიკა მელია - ექსტრაორდინალური თხოვნა არ არის, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, თუ ეს მდგომარეობა შეიქმნა, გადაიყვანონ მეტად დაცულ სამედიცინო დაწესებულებაში

სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალება არ მიეცა პატიმარს, რამდენი დღეა შიმშილობს და სასამართლო პროცესი არ ჩაუნიშნეს. რა არის ეს თუ არა დატყვევება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექიმები აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა საჭირო.

„ადამიანი ჰყავთ დატყვევებული და მთელი კონსილიუმი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ითხოვს, აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ მისი გადაყვანა საჭიროა მრავალპროფილურ საავადმყოფოში და არა იქ, სადაც უპირებენ. ამიტომ, მე ხელისუფლებას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, ორჯერ დაფიქრდნენ მართლა ცეცხლს ეთამაშებიან, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთმინებას ეთამაშებიან. არაფერი ექსტრაორდინალური თხოვნა არ არის, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თუ ეს მდგომარეობა შეიქმნა, გადაიყვანონ მეტად დაცულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება ყველა სახის პირობა, რომ უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობა. ამ დროს აქ გაჯიუტება ხელისუფლების მხრიდან რა არის, თუ არა უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა მელიამ.