ნიკა მელია დევი ჭანკოტაძის კანდიდატურის შეცვლაზე - ჩემი მეგობარი დევი ჭანკოტაძე სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში
ნიკა მელია დევი ჭანკოტაძის კანდიდატურის შეცვლაზე - ჩემი მეგობარი დევი ჭანკოტაძე სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში

დევი ჭანკოტაძე, ჩემი მეგობარი, სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ნიკა მელიას ჰკითხეს, დევი ჭანკოტაძე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, ის უკვე საარჩევნო კამპანიას ატარებდა და რატომ შეიცვალა მისი კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით.

„დევი ჭანკოტაძე არის ძალიან დამსახურებული საქართველოს მოქალაქე, გენერალი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ძნელბედობის ჟამს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლებში. პირდაპირ გეტყვით, ეს ადამიანი, ბატონი დევი ჭანკოტაძე, მეგობარი ჩემი, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში. დევი ჭანკოტაძე, რა თქმა უნდა, იქნება საარჩევნო სიაში“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.