ნიკა მელია - დებატებში ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა
ნიკა მელია - დებატებში ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა

ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა დებატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს დებატებში მონაწილეობა. ეს არის წესი და რიგი. ჩვენ ვნახეთ კალაძის უარი, არ იღებს მონაწილეობას. ვნახეთ, კონკრეტულად ოთხი ტელევიზიის მიერ გამოწვეულ წინადადებას, შეთავაზებას უპასუხა უარით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, თავად მზად არის თუ არა, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ტელევიზიაში დებატებში მონაწილეობისთვის, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა დებატში.