ნიკა მელია - ბრძოლის დროა და არა წუწუნის
ნიკა მელია - ბრძოლის დროა და არა წუწუნის

ბრძოლის დროა და არა წუწუნის, ვარყიოთ რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქზე“ წერს.

„რუსული გეგმა საქართველო არ ჩამოყალიბდეს დასავლური ტიპის სახელმწიფოდ და დავრჩეთ საბჭოთა/რუსეთის ყაიდის სახელმწიფოდ – ბოლომდეა ამოქმედებული! მხოლოდ ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული ევროპული მომავალი! გელოდებით 14:00 ავლაბრის მეტროსთან! ბრძოლის დროა და არა წუწუნის! ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!“,- წერს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს მოქალაქეები მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზის გადაკეტვას აანონსებენ.