ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს თუ გაბედავს და იმავეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა
ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს თუ გაბედავს და იმავეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა

თუკი ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იმავეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვების მოპოვებისთვის, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, 30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად, რათა წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენი ძალა არის სიმრავლეში, თავს უფლებას მივცემ და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების სახელით ვეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაში შენ ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ დავიცავთ ამ ქვეყნის მომავალსა და ღირსებას. არც ერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა, ამდენ ადამიანს ვერავინ, ვერც როდიონოვი, ვერც პუტინი ვერ დაამარცხებს ვერასოდეს, რადგან მართლები ვართ, როგორც არასოდეს. მეგობრები კითხულობენ, რა არის თქვენი გეგმა, გეგმა არის ერთადერთი, გეგმა მეორე ვერ და არ იქნება, ეს გეგმა არის გამარჯვება, გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა. ჩემი თხოვნა იქნება, ყველა, 30 ოქტომბრამდე უნდა გადავნაწილდეთ საარჩევნო უბნებზე, დამკვირვებლებად და წარმომადგენლებად, არ დავიზაროთ, იქ უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი, რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ ამ ქვეყნის მომავალი. გამადიდებელი შუშით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს. გამადიდებელი შუშით შეხედავს მთელი დასავლური დემოკრატია. თუ კიდევ გაბედავს ბიძინა ივანიშვილი ჩვენ აბუჩად აგდებას, უღირსი უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამას აპატიებს. 30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად, რათა წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.