ნიკა მელია - ამ ეტაპზე, ჩემთვის პარლამენტის მანდატების დატოვების საკითხი დახურულია, ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს ახლა უმნიშვნელოა
ნიკა მელია - ამ ეტაპზე, ჩემთვის პარლამენტის მანდატების დატოვების საკითხი დახურულია, ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს ახლა უმნიშვნელოა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, პარლამენტის მანდატების დატოვების საკითხი დახურულია.

მისივე თქმით, პარლამენტს ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს, თუმცა დღეის მდგომარეობით, საკითხი მისთვის უმნიშვნელოა.

„​არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ, თუ ზეგ. ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა. ამ წუთის მდგომარებით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში, ჩემთვის ეს საკითხი არის დახურული, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს. მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, ჩემთვის უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ? ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.