ნიკა მელია - ალენ ბერსეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, რუსული კანონის შელამაზება და სხვა
ალენ ბერსეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, რუსული კანონის შელამაზება და სხვა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, საქართველოში ალენ ბერსეს ვიზიტს კონკრეტიკა არ ჰქონდა, შესაბამისად, კოალიაციის წევრები მასთან შეხვედრაზე არ მივიდნენ.
„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს – რუსული კანონის შელამაზება და ა.შ. პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა – ახალი არჩევნები“, – წერს ნიკა მელია.