ნიკა მელია - შესაძლოა სჯობდეს, რომ პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ არის
ნიკა მელია - შესაძლოა სჯობდეს, რომ პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი უნდა იყოს.

როგორც ჟურნალისტებს ნიკა მელიამ განუცხადა, ხელისუფლების პირობებში ეროვნული ინტერესების გატარების სურვილსაც ვერ ხედავს და მით უფრო, უსაფრთხოებს გატარების სურვილს.

„პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი უნდა იყოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი იმდენად არაპროგნოზირებადი პიროვნება და პოლიტიკოსია, შესაძლოა სჯობდეს, რომ საბჭოს წევრი არ არის“, – განაცხადა მელიამ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თაობაზე მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოა.