ნიკა მელია აცხადებს, რომ ნებისმიერ კანდიდატთან, ნებისმიერ ფორმატში დებატებისთვის მზად არის
ნიკა მელია აცხადებს, რომ ნებისმიერ კანდიდატთან, ნებისმიერ ფორმატში დებატებისთვის მზად არის

არც ერთ მერობის კანდიდატთან არა მაქვს პრობლემა, პირიქით, ვთქვი და გავიმეორებ, დიდი სიამოვნებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მერობის ყველა კანდიდატი ვალდებულია, დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

„მერობის ყველა კანდიდატი არის ვალდებული, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში. ბუნებრივია, ეს დებატები უნდა შედგეს ნებისმიერ ტელეკომპანიაში. ჩვენ ვხედავთ კახა კალაძეს, რომელიც თავს არიდებს დებატებს. რატომ არიდებს? მესმის მისი, ვინაიდან იგი არ არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. მან იცის, რომ უხერხულია დებატებში შესვლა ოპონენტებთან, რომლებმაც იციან ბევრი რამ მის შესახებ, მისი საქმიანობის შესახებ. ეს მისი არჩევანია. თბილისელები შეაფასებენ მის გადადგმულ ნაბიჯს, ჩემი აზრით, ადეკვატურად. რაც შეეხება ბატონ გახარიას, იქნება ეს ტელეკომპანია „იმედი“ თუ სხვა ნებისმიერი ტელეკომპანია, ბატონი კალაძე იქნება, ბატონი გახარია თუ ორივე ერთად, რა თქმა უნდა, მზად ვარ თუნდაც ხვალ, თუნდაც ზეგ, მაზეგ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში დებატებისთვის“,- განაცხადა ნიკა მელიამ.