ნიკა მელია აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე ხელმოწერას ვერ დაესწრო, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა
ნიკა მელია აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე ხელმოწერას ვერ დაესწრო, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადების ხელმოწერას არ დაესწრო.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე თავს შეუძლოდ გრძნობს.

„როგორც ჩანს, თავს გრძნობდა შეუძლოდ. მე ვიცი კობა ნაყოფიასგან, არ ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდაგვარი, რომ მას შეეძლო დღეს მოსვლა, თორემ რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე აქ იქნებოდა“, – განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, ერთმანეთს ხომ არ ემთხვევა ის ფაქტები, რომ გრიგოლ ვაშაძე არ არის, ასევე არ იყვნენ „რესპუბლიკელები“,  არ გამოჩენილა სალომე სამადაშვილიც, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს არ ემთხვევა.

„არ იყო რამდენიმე ადამიანი, არც ნიკა იყო მაჭუტაძე, რომელიც არის ჭირისუფალი, ოჯახის წევრი გარდაეცვალა. არიან ადამიანები, ვინც დასავლეთში არიან და ვერ შეძლეს ჩამოსვლა. ყველას უკლებლივ განცხადება აქვს დაწერილი და ეს არის ყველაზე მთავარი. ფიზიკურად ვიღაცამ შეძლო დღეს მოსვლა, ვიღაცამ ვერ შეძლო. პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.