ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარმა გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გახლიჩა 
ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარმა გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გახლიჩა 

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარმა გახლეჩილი პარტია კიდევ უფრო გახლიჩა.

როგორც ნიკა მელია მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, გიორგი ვაშაძის დასახელებით პარტიაში არსებული პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა.

„გიორგი ვაშაძის კანდიდატურა ისე მივიღე, როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა. თუ რაიმე პრობლემა არსებობდა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა. როდესაც პარტიაში გაქვს ხელოვნურად გახლეჩილობა, ამ ხალხს რას ეუბნები? შენ თუ გამარჯვება გინდა, ამ ხალხს რატომ არ უნდა ესაუბრო? მაგრამ იქ სხვა პრობლემაა, იქ არ უნდათ საუბარი ამ ხალხთან, მათ მიაჩნიათ, რომ პარტია უნდა დაცალონ შინაარსისგან. ვიღაცამ მიიჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი არის უჩინარი.

არა მგონია, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა იცოდეს, მას ხომ არ აქვს სოციალური ქსელი. გახლეჩილი კიდევ გაიხლიჩა. რთულია, წახვედი, მოხვედი, თავს ასაღებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. აქტიური ბიჭია, მაგრამ არის ამბიციური. როდესაც პოლიტკოსს ამბიცია გაქვს, ცუდი არ არის, მაგრამ შესაბამისი ამუნიციაც უნდა გქონდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.