ნიკა მელია - 1989 წლის 9 აპრილიც ასე იყო, ხალხო
ნიკა მელია - 1989 წლის 9 აპრილიც ასე იყო, ხალხო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს ხელისუფლება დასრულდეს და შს მინისტრი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

„საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ქმნიდა ამინდს, 1989 წლის 9 აპრილიც ასე იყო, ხალხო. მაშინ არ მდგარა მთელი საქართველო, ხო  და შემდგომ პოლიტიკური პროცესები როდესაც ვითარდებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ვინც აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და გვინდა უკეთესი ხვალინდელი საქართველო. ბევრი დრო არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან თუ მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, მერე გინდ გაუშვი ხელისუფლებიდან და გინდ ჩამოართვი მართვის სადავეები. ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვა და ამას მუქარაში არ ჩამითვლით ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს არის ღირსების საკითხი. პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ვემორჩილები, მაგრამ არ დავემორჩილებით უკანონო მოთხოვნას. ჩვენი დასაცავი გახდებიან, მათ შორის ფიზიკური დასაცავები ამ ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნები. ესენი არიან კლასიკური, კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები, ანუ ლაჩრები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, თუ მართლმსაჯულებაა ქვეყანაში, თუ მოსამართლე მოსამართლეა, სასამართლოს შენობის გარეთ უამრავი პოლიციელი რაში სჭირდებოდათ.

„ახლა მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ გამაგიჟოთ, მოსამართლეს რაღაცა რომ წასცდენოდა, ცოცხალი ვერ გამოასწრებდა, რისთვის იდგნენ იქ სუს-ის თანამშრომლები. დამუშავებულ, დამჟავებული მოსამართლეები ჰყავთ. არის ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ კირკიტაძეს გაათავისუფლებდნენ? არავის აღარ ეშინია ბიძინა ივანიშვილის. კლასიკური პოლიტიკური პატიმარია, არ ეწყინებათ ჩვენს მეგობრებს ვინც ციხეში არიან ან დევნაში არიან, დავით კირკიტაძე კლასიკური პოლიტიკური პატიმარია. როდესაც ოპოზიციაში მყოფი სხვა ქალაქში ატარებ დემონსტრაციას, გზას კამაზით ჩაგიხერგავენ,  არ გიშვებენ, შენ ეუბნები, რომ გაგიშვან და ამის გამო დაიჭერენ, ეს არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი. იქ არანაირი პოლიცია არ მჯდარა, ეს იყო ფორმიანი დამნაშავე, ყველაფერს ვეცდებით, ჩვენ რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ხელისუფლება”, – განაცხადა მელიამ.