ნიკა მელია - 16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქცია აუცილებლად გაიმართება, ეს კონსტიტუციური პროტესტია
ნიკა მელია - 16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქცია აუცილებლად გაიმართება, ეს კონსტიტუციური პროტესტია

16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქცია აუცილებლად გაიმართება, ეს კონსტიტუციური პროტესტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, რაც ხელისუფლებამ არჩევნებზე იკადრა, ისეთს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებულ არჩევნებში არასდროს ჰქონია ადგილი

„ბიძინა ივანიშვილმა სისხლიანი არჩევნები ჩაატარა, ერთი ადამიანი შემოაკვდათ, ოთხი ადამიანი სასიკვდილოდ გმიცემეს და ერთი ადამიანი სიკვდილს ახლაც ებრძვის. იმ ასობით შეურაცხყოფილ და რეპრესიების ქვეშ მოყოლილ ადამიანებზე აღარ ვსაუბრობ. ამ ყველაფერის შემდეგ პროტესტი არ გამოვთქვათ და აქცია არ ჩავუტაროთ იმ ადამიანებს, მაფიოზებსა და კრიმინალებს, რომლებმაც საპრეზიდენტო სავარძელი მიიტაცეს? აქცია სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა სახით ჩატარდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ყველა ძალიან კარგად ხედავს, ვის ხელში აქვს მართვის სადავეები ჩაგდებული.

„ივანიშვილმა ჩათვალა, რომ წაგებით ფულს ვეღარ მოიპარდა და ყველაფერზე წავიდა. ქვეყანაში კანონის დარღვევის გამო არავინ ისჯება, ძალადობის გამო არავინ ისჯებოდა, ეს მოცემულობა გვაქვს და ამ ყველაფერს ვებრძვით. საზოგადოება მალე ნახავს, არჩევნები როგორ გაყალბდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.