ნიკა მაჭუტაძის პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად რეჟისორი მიხეილ ანთაძე წარადგინა
ნიკა მაჭუტაძის პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად რეჟისორი მიხეილ ანთაძე წარადგინა

ნიკა მაჭუტაძის პარტიამ„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” საპრეზიდენტო კანდიდატად რეჟისორი და მწერალი მიხეილ ანთაძე წარადგინა. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” იმ გაერთიანების წევრია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს. ამასთან, გაერთიანებაში შემავალმა პარტიებმა პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატებიც წარადგინეს, რაც, მათი განცხადებით, ტექნიკური სვლა და საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.