ნიკა მაჭუტაძე - ვინც ბედავს, რომ ზემოქმედება იქონიოს საპროტესტო პროცესის შინაარსზე, ხელები მიგემტვრევათ
პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე, რომელიც ედპ-ს ოფისში ზვიად კუპრავას მოწოდების შემდეგ მივიდა, აცხადებს, რომ ვინც ბედავს, ზემოქმედება იქონიოს საპროტესტო პროცესის შინაარსზე, „ხელები მიემტვრევა“.
„ვინც ბედავს, რომ ზემოქმედება იქონიოს ამ საპროტესტო პროცესის შინაარსზე, ფორმაზე ყველას მოვუწოდებ და ყველას ვაფრთხილებ, ხელები მიგემტვრევათ, შორს სპეციალური სამსახურის ხელები საქართველოს სამოქალაქო და საზოგადოებრივი პროტესტისგან“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.