ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს განგრძობადი ისტორიის კუთვნილებას, მიხეილ სააკაშვილს ვიღაც ლაჩრები, გლდანის ციხეში ათრევენ, ღარიბაშვილისა და რატი ბრეგაძის სათრევია საქართველოს ისტორია?​
ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს განგრძობადი ისტორიის კუთვნილებას, მიხეილ სააკაშვილს ვიღაც ლაჩრები, გლდანის ციხეში ათრევენ, ღარიბაშვილისა და რატი ბრეგაძის სათრევია საქართველოს ისტორია?​

საქართველოს ისტორია და ეს ხალხი, ჩვენი თანამოქალაქეები ამ ნაბიჭვრებს გაათრევენ იქ, სადაც საჭიროა, ეგ არის ისტორიის მოუსავლეთი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, საქართველოს განგრძობადი ისტორიის კუთვნილებას, მიხეილ სააკაშვილს ვიღაც ლაჩრები, მონები, გლდანის ციხეში, კრიმინალის ბუდეში ათრევენ.

„ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის სათრევია საქართველოს ისტორია? საქართველოს ისტორია არ არის თქვენი სათრევი. საქართველოს ისტორია და ეს ხალხი, ჩვენი თანამოქალაქეები ამ ნაბიჭვრებს გაათრევენ იქ, სადაც საჭიროა, ეგ არის ისტორიის მოუსავლეთი“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.