ნიკა მაჭუტაძე - პოლიტიკოსი ან პარტია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს უარს ეტყვის ბრძოლაზე, შეჩვენდება 
ნიკა მაჭუტაძე - პოლიტიკოსი ან პარტია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს უარს ეტყვის ბრძოლაზე, შეჩვენდება 

პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს ეტყვის ბრძოლაზე საკუთარ ამომრჩეველს,  მხარდამჭერებს, თანამებრძოლებს, ის პარტია და ის გაერთიანება შეჩვენდება, აღარ იარსებებს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ ფილარმონიაში განაცხადა.

როგორც ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, საქართველოს გუშინ ოფიციალურად პრეზიდენტი არ აურჩევია, სალომე ზურაბიშვილი ვერ და არ არის საქართველოს პრეზიდენტი.​

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უარი არ გვითქვამს თავისუფლებაზე, უარი არ გვითქვამს ტერიტორიულ მთლიანობაზე, უარი არ იყო აფხაზეთის შესახებ, ჩვენი უარი ვუთხარით მონობას, უარი ვუთხარით ამ ჩამორჩენილ ძალმომრეობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ ამ ე.წ. ქართულ ოცნებას. უარი ოლიგარქიას, უარი ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას, უარი საქართველოს მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენებას. ამის დასტურია დარბაზი, ჩვენი ერთობა, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ საჭიროებებს, აუცილებლობებს, პასუხსიმგებლობას, ჩვენი ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოს ისტორიას, განსხვავებით იმ ხალხისგან, რომლებიც შანტაჟით, სიცრუით, სიყალბით, შეეცადნენ ჩვენი არჩევანის მოპარვას. ქართველი ხალხი არავის მისცეს თავისი ნების ქურდობის უფლებას. ამას არ დაუშვებს საქართველოს არც ერთი მოქალაქე. პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს ეტყვის ბრძოლაზე საკუთარ ამომრჩეველს, მხარდამჭერებს, საქართველოს მოქალაქეებს, თანამებრძოლებს, ის პარტია და ის გაერთიანება შეჩვენდება, აღარ იარსებებს”, – განაცხადა მაჭიტაძემ.

ნიკა მაჭუტაძემ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისთვის ფილარმონიაში შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა საზოგადო მოღვაწეს და განსაკუთრებით გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები, დავიცვათ ჩვენი მომავალი და გავათავისუფლოთ სახელმწიფო. დღეს გვაქვს ასეთ მოცემულობა, ოლიგარქსა და კრიმინალურ პლანებს ყავს თავიანთი ანტიპრეზიდენტი, ქართველ ხალხს ყავს თავის პრეზიდენტი, ეს კაცი და ეს ადამიანი არის გრიგოლ ვაშაძე. გაერთიანებული ოპოზიცია და საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს გუშინდელი ანტიარჩევნების შედეგებს. თქვენი დაკვეთით, თქვენი მოთხოვნით გადავწყვიტეთ, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდეს და არ გაჩერდება. მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”, – განაცხადა მაჭუტაძემ.