ნიკა მაჭუტაძე - პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა დაუშვან სახელმწიფოს მიტაცება
ნიკა მაჭუტაძე - პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა დაუშვან სახელმწიფოს მიტაცება

პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა დაუშვან სახელმწიფოს მიტაცება, – ასე გამოეხმაურა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

„გაერთიანებული ოპოზიცია“ ამ საკითხთან დაკავშირებით გაივლის კონსულტაციებს, არა მხოლოდ გაერთიანების შიგნით, არამედ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა პირებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, ყველასთან და ერთობლივ პოზიციას გაგაცნობთ აუცილებლად.

„გაერთიანებული ოპოზიცია“ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიციას გაგაცნობთ. მე პირადად დესტაბილიზაციის მოწოდება არ გამიგია. კიდევ ერთხელ გიმეორებთ – პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა დაუშვან სახელმწიფოს მიტაცება, არ უნდა დაუშვან საქართველოს მოქალაქეების ნების ანულირება და დემოკრატიული პოლიტიკური ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გაბათილება, ამ საფრთხის წინაშე საქართველო დღეს ნამდვილად დგას“, – განაცხადა მაჭუტაძემ.