ნიკა მაჭუტაძე - დღეს აქ, რუსთაველის გამზირზე ეწყობა ივანიშვილის რეჟიმის ვატერლოო
ნიკა მაჭუტაძე - დღეს აქ, რუსთაველის გამზირზე ეწყობა ივანიშვილის რეჟიმის ვატერლოო

სირცხვილიც კია, 21-ე საუკუნის ათიანი წლების მიწურულს ვითხოვდეთ არჩევანის უფლებას, პოლიტიკურ უფლებებს, თავისუფლებას, – ამის შესახებ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. საქართველო, მისი პარლამენტი, მისი მთავრობა, მისი სახელმწიფო ხართ თქვენ. სწორედაც დღეს, აი, აქ, რუსთაველის გამზირზე ეწყობა ივანიშვილის რეჟიმის ვატერლოო. იგი მართალია, შორს დგას ნაპოლეონ ბონაპარტისგან, მაგრამ მისი დასასრული არის უკვე აქ, ჩვენ ამას ვხედავთ. სირცხვილიც კია, 21-ე საუკუნის ათიანი წლების მიწურულს ჩვენ ვითხოვდეთ არჩევანის უფლებას, პოლიტიკურ უფლებებს, თავისუფლებას. 9 აპრილს სისხლი დაიღვარა აქ, ამ მოედანზე, უმანკო სისხლი, გმირული სისხლი, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვქონოდა თავისუფლება, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე სახელმწიფოს შიგნით“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.