ნიკა კვეკვესკირი - ჩვენი მიზანია, ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ
ნიკა კვეკვესკირი - ჩვენი მიზანია, ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ

პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ მეოთხე ლიგაში მყოფ 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ” – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ.

საქართველოს ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი ჯაბა კანკავასთან ერთად ანდორაში შეუერთდა. ყაზახური კლუბის, კოსტანაისტობოლის” ნახევარმცველმა ერთა ლიგაზე დარჩენილი ორი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვებები დაგვეხმარება, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ჩვენთვის სასურველ კალათში მოვხვდეთ და ასევე რეიტინგი გავიუმჯობესოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებებს ნაკლებად აქვთ ამხანაგური თამაშები, თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ასეთ თამაშებში ეძლევა მწვრთნელს შანსი, რომ ახალი მოთამაშეები გამოსცადოს და ნახოს მათი რესურსი. უეფა-ს ერთა ლიგაზე ჩვენი სურვილია, რომ ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ“, – განაცხადა კვეკვესკირმა.