ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.