ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა

14:06, 02.08.2019

ნიკა გვარამიას დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დასრულდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დაკითვის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ კითხვები ძირითადად შეეხებოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც მისი კომპეტენცია არ არის.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

საქმე ეხება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ, ასევე გვარამიას მიერ კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას. 

მსგავსი