ნიკა გვარამია - ზუსტად ვიცი სუს-ი, პროკურატურა და მოსამართლეები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამას ვერაფერს ვუშველით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს არ დავამხობთ
ნიკა გვარამია - ზუსტად ვიცი სუს-ი, პროკურატურა და მოსამართლეები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამას ვერაფერს ვუშველით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს არ დავამხობთ

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში მისი ფეისბუქსტატუსის გამო გამოკითხეს და საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, საიდუმლო გრიფის გამო, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„317-ე მუხლია, ამჯერად სტატუსისთვის საიდუმლო გრიფი ადევს და საიდუმლო გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს იმას, რომ რა შეკითხვებიც დავსვით, ის არ გაახმოვანოთო. არაფერი გასახმოვანებელი არ არის, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა შეკითხვებს დასვამდნენ, რა ვიგულისხმე დამხობაში, რა ვიგულისხმე უზურპატორში. განვმარტე ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის ხელისუფლების დამხობა, ეს განმამარტინეს, რისთვისაც მრცხვენია, არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც მომიწევდა. არ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ არის. აბსურდულად იყენებს სამართალდამცავი სისტემა გრიფით საიდუმლოს, მე ვიტყოდი კონსტიტუციის დარღვევითაც. უკანონობის პროგნოზირება შეუძლებელია.  პროგნოზირება შესაძლებელია მხოლოდ იმის, რაც მინიმალურ ლოგიკას მაინც ეფუძნება, უკანონობა არ ეფუძნება ლოგიკას. ივანიშვილი უკვე ყალიბდება, გამოკრისტალდა ტირანად, მისი გადაწყვეტილება როგორი იქნება, არ ვიცი. ის, რომ სუს-ი, პროკურატურა და მოსამართლეები არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ზუსტად ვიცი, მაგრამ ამას ვერაფერს ვუშველით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს არ დავამხობთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თმით, დამხობა, თანუზურპატორის ნიშნავს მის გაწევას იქიდან, რაც მისთვის არ მიუნიჭებია ერთადერთ შესაძლებელ წყაროს, ანუ საქართველოს მოსახლეობას.

„ბიძინა ივანიშილისთვის ხალხს არ მიუნიჭებია უფლება, იყოს საქართველოს ხელისუფლება. ის დღეს ეფექტურად და არაფორმალურად არის საქართველოს ხელისუფლება. ის ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების ფუნქციებს, ეს უკანონოა, რადგან ამას მხოლოდ უნდა ახორციელებდეს ქართველი ხალხის მიერ დანიშნული, არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო ან თანამდებობის პირი. ის არ არის არც ერთი და არც მეორე, ამას ჰქვია სახელმწიფოს მიტაცება, ეს დაარქვა ამას არა ნიკა გვარამიამ, არამედ ბევრმა საერთაშორისო ორგანომ. ამას ჰქვია ხელისუფლების უზურპაცია. ამას ჰქვია განგრძობითი ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა და პრაქტიკულად გვიუქმებენ არჩევნებს. ჩვენ ხალხმა ჩვენი ისტორიული მისია უნდა დავიბრუნოთ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, რას გულისხმობს დამხობასა და გაწევაში და არის თუ არა ეს ძალადობრივი მეთოდი, ნიკა გვარამია აღნიშნავს: „მე ძალადობა არ მიყვარს. იძულებით გაწევაა ყველა, როცა არ უნდა და გაგწევენ, ყველა იძულებით არის. არჩევნების გზით ირჩევიან მთავრობები. ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით არავის აურჩევია. როცა აირჩიეს, იყო მძიმე შეცდომა“.