ნიკა გვარამია - თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, საქართველოში არ გავჩერდები
ნიკა გვარამია - თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, საქართველოში არ გავჩერდები

არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი, რადგან საქართველო რუსეთის პროვინცია იქნება და მირჩევნია, სხვაგან ავაშენო ჩემი და ჩემი შვილების მომავალი,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

“გვითხრან, რომ გაყიდული აქვთ არჩევნები და დავოკდებით. მე წავალ ბედნიერად ამ ქვეყნიდან, რადგან არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი, რადგან რუსეთის პროვინცია იქნება საქართველო. სალომე ზურაბიშვილი თუ წააგებს, დაველოდები ნებისმიერს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ის ვერ ხედავს საკუთარ ადგილს საქართველოში, თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი.

„თქვენ არ გესმით, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა. ხომ არ ვიძახი, კახი კალაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, წავიდოდი ქვეყნიდან, თუმცა მთელი გულით არ დავუჭერდი მას მხარს, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის დასასრული. ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობაზეც არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის დასასრული და მეორედ მოსვლა. ახლა უკვე ვიტყოდი, რადგან პრორუსული გავლენები გამოიკვეთა. ეკა ბესელია რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, გგონიათ, ვიტყოდი, რომ თავს მოვიკლავ? არ გავჩერდები აქ. საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომლის წიგნიც წარდგენილი იქნება საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხე. მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოში, თუ იქნება ის პრეზიდენტი“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.