ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა
ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.

საქმე ეხება საქართველოს გენერალური პროკურატურაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვაზე მიმდინარე გამოძიებას.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება ასევე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღება.