ნიკა გვარამია - სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე მდიდარმა აზერბაიჯანელმა და პოსტსაბჭოთა მოსამართლეებმა განიხილეს
ნიკა გვარამია - სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე მდიდარმა აზერბაიჯანელმა და პოსტსაბჭოთა მოსამართლეებმა განიხილეს

სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე მდიდარმა აზერბაიჯანელმა და პოსტსაბჭოთა მოსამართლეებმა განიხილეს ,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს.

მისი თქმით, ზვიად კუპრავა სტრასბურგში საქმეს აუცილებლად მოიგებს, თუ იგი არ განიხილა იმავე სექციამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება.

„აუცილებლად მოიგებს კუპრავა და ნამდვილად პრეცედენტული გახდება ეს საქმე მთელი ევროპის მასშტაბით, თუ იგივე სექციამ არ განიხილა, მდიდარმა აზერბაიჯანელმა და სხვა პოსტ საბჭოთა მოსამართლეებით, რომლმაც რუსთავი-2 -ის საქმე განიხილეს”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დატოვე კომენტარი