ნიკა გვარამია - შარლ მიშელი ორი არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე, მხოლოდ ახალი არჩევნები
ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება, – ამის შესახებ „კოალიაცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე.
„უკომენტაროდ ვდებ ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, ალან ბერსეს ბრიფინგს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა, შევახსენო, შარლ მიშელი ორი არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“, – წერს გვარამია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების ამონარიდს აქვეყნებს.