ნიკა გვარამია - საქართველოს ფაქტორი რომ რუსეთზე ზეწოლად გამოიყენოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ამას არ ჰქვია სათამაშო მოედანი
ნიკა გვარამია - საქართველოს ფაქტორი რომ რუსეთზე ზეწოლად გამოიყენოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ამას არ ჰქვია სათამაშო მოედანი

საქართველოს ფაქტორი რომ რუსეთზე ზეწოლად გამოიყენოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ანუ საქართველო გამოჰგლიჯოს რუსეთს და ამით დაიწყოს ახალმა ადმინისტრაციამ თავისი ურთიერთობა რუსეთთან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ „ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ კომენტარი გააკეთა გამოცემა „ჰილის“ მიერ გავრცელებულ სტატიაზე, სადაც აღნიშნულია: „სალომე ზურაბიშვილის გზავნილი დონალდ ტრამპის მიმართ არის, რომ აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“.

„საქართველოს ფაქტორი რომ რუსეთზე ზეწოლად გამოიყენოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ანუ საქართველო გამოჰგლიჯოს რუსეთს და ამით დაიწყოს ახალმა ადმინისტრაციამ თავისი ურთიერთობა რუსეთთან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ძალიან კარგი იქნება. ამას არ ჰქვია სათამაშო მოედანი დანამდვილებით, ეს ტერმინი ჩემთვის ამ კონტექსტში გაუგებარია“, – განაცხადა გვარამიამ.